ვაჟა ჯინჯიხაძე (1931-1993) – საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დაამთავრა მოსკოვის საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, იურისტის სპეციალობით. 1956 წელს “თბილმრეწვაჭრობის” საგეგმო განყოფილების ეკონომისტი; 1957-1961წწ. საქართველოს ვაჭრობის სამინისტროში მინისტრის თანაშემწე, მოგვიანებით კი ვაჭრობის განვითარებისა და ტექნიკის დანერგვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1961-1963წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში რეფერენტი; 1963-1965წწ. მინისტრთა საბჭოში ვაჭრობისა და ფინანსთა ჯგუფის გამგე; 1969-1977წწ. სსრკ-ის სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის მმართველი; 1977 წლიდან იგი საქმიანობას აგრძელებს მოსკოვში, საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის ბანკის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე; 1983-1988წწ. ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე; 1988 წლიდან საქართველოში ბრუნდება და 1990 წლამდე რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზეა; 1991-1992წწ. საქართველო-იტალიის ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიასთან.

