კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვაჟა სიჭინავა (1971-1993) – აფხაზეთის ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.
აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. 1988 წლის სექტემბერში მონაწილეობდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაცვის მოთხოვნისათვის გამართულ დემონსტრაციაში, მონაწილეობდა აგრეთვე აჭარიდან სტიქიური უბედურების შედეგად ჯავახეთში გადასახლებულთათვის სახლების მშენებლობაში სოფელ კოთელიაში. ვაჟა სიჭინავა წარმატებით ასპარეზობდა საიალქნო სპორტში. იგი 1991 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, იახტით “კოლხეთი” მონაწილეობდა ეგეოსის ზღვის რეგატაში. მან ამ შეჯიბრში, თავის მეგობრებთან ერთად, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, იბრძოდა წინა ხაზზე. იყო სწრაფი რეაგირების ჯგუფის “იუპიტერის” წევრი. დაიღუპა 1993 წლის 30 აპრილს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. ვაჟა სიჭინავას სახელი მიენიჭა ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted