ვახტანგ ამაღლობელი (1948-2010) – ფილოლოგი, პროფესორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პრორექტორი (1993-2005). დაიბადა ქუთაისში, დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობა. 1966-1971 წწ სხვადასხვა დროს მუშაობდა თარჯიმნად სომალისა და პაკისტანში. 1989 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაკრძალულია ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე. საფლავის ფოტო გადაღებულია ქალბატონი ლოლიტა ჭოლაძის მიერ.

