კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვალენტინ თოფურიძე (დ. 13 იანვარი, 1908, თბილისი — გ. 1 თებერვალი, 1980) –
მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
საშუალო სკოლა სარატოვში დაამთავრა და იქვე შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1924 წელს ჩამოვიდა თბილისში და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. ვ. თოფურიძე ჯერ კიდევ სტუდენტობისას ჩაება აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებაში და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია დაძაბული შრომა. პირველი ნაბიჯებიდანვე იგრძნობოდა შემოქმედის სწრაფვა მონუმენტური პლასტიკისადმი, რაზეც მეტყველებს 30-იან წლებში შესრულებული ნამუშევრები, თბილისში კინოთეატრ „რუსთაველის“ ფასადის ფიგურები, ლ. კეცხოველის ბიუსტი კომუნარების ბაღში და სხვა. სამამულო ომის გამარჯვებას მიუძღვნა ერთ-ერთი ნამუშევარი — ჭიათურის თეატრის ფასადზე ქალის ალეგორიული ფიგურა „გამარჯვება“, რისთვისაც 1949 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1955 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments