კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვალერიან გუნია (დ. 21 იანვარი [ძვ. სტ. 9 იანვარი], 1862, ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 31 ივლისი, 1938, თბილისი) – მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1876 წელს შევიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში. 1881 წელს პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო მოსკოვში, პეტროვსკოე-რაზუმოვსკოეს სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1883 წლიდან მოღვაწეობდა ქართულ პროფესიულ თეატრში. დაწერა ლიბრეტოები ოპერებისთვის: „დაისი“, „დინარა“ და სხვა. რედაქტორობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებს (მაგ. ჟურნალ „თეატრს“), 1886 წელს დააარსა გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1888 წელს გამოსცა „საქართველოს კალენდარი“, 1907 — იუმორისტული ჟურნალი „ნიშადური“. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოს ყოფილ პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments