ვალერიან კილაძე (1913-1986) –
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
კითხულობდა ლექციების კურსს ქუთაისისა და სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტებში; სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ ასპირანტების კონსულტანტად, ხოლო შემდეგ – დირექტორის მოადგილედ; 1974 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის პროფესორი; მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანად. იკვლევდა განმანათლებლების მსოფლმხედველობას, შუა საუკუნეებისა და რუსული ფილოსოფიური აზრის ისტორიას.
დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის პანთეონში.

