კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვალერიან ქანთარია (23.06.1900 — 16.06.1973)
აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1957), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სკოლაში პედაგოგად, თელავის მევენახეობისა და მეღვინეობის კავაშირო ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1931-1937), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის გამგედ (1937-1973). იკვლევდა ვაზის ქირურგიის თეორიასა და პრაქტიკას, ვაზის აგროტექნიკასა და სელექციას. გამოიყვანა სუფრის ყურძნის ახალი ჯიში – „თბილისური“. არის 170 სამეცნიერო შრომის ავტორი, დაჯილდოვებულია შრომის წითელი 2 ორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments