კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვალერიან ქაშაკაშვილი (დ. 3 მაისი, 1898, ბაღდათი — გ. 18 ივლისი, 1954, თბილისი) –
საოპერო მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
1923 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1925 წელს განათლების სახალხო კომისარიატმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნა იტალიაში. სამი წლის მანძილზე ოსტატობას იმღლებდა მარიო სამარკოსთან, მილანის თეატრ „ლა სკალაში“. რომისა და გენუას საოპერო თეატრების სცენაზე დიდი წარმატებით გამოდიოდა ქაშელისა და თორელის ფსევდონიმით. 1928 წელს დაბრუნდა სამშობლოში. დიდს შემოქმედებით და ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments