ვალერიან საღლიანი (1924-2007) –
პოეტი, მესტიის რაიონული გაზეთის რედაქტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს. მუშაობდა საქართველოს რადიოში დასავლეთ საქართველოს ზონის კორესპოდენტად; 1960-1966წწ. აირჩიეს სოფელ ცხუმარის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ; სხვადასხვა დროს მუშაობდა ზუგდიდის გაზეთ “ლილეში”; 1994 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მესტიის რაიონულ გამგეობაში პრესსამსახურის ხელმძღვანელად. მისი ნამუშევრები (ლექსები, პუბლიკაციები, ნარკვევები) პარალელურად იბეჭდებოდა ჟურნალებში “ცისკარში”, “მნათობში”, ალმანახ “პირველ სხივში” და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და საპატიო სიგელით.
დაკრძალულია მესტიაში. სურათი მოგვაწოდა ქალბატონმა ლელა საღლიანმა.
