ვანო ენუქიძე (1907-1979) –
მხატვარი, ემიგრანტი.
დაიბადა ქუთაისში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში.. პარიზში გადასვლის შემდეგ მიიღო იურიდიული განათლება. რონსონის აკადემიაში შეისწავლა ფრესკული მხატვრობა. პერსონალური გამოფენები მოეწყო პარიზსა და შვეიცარიაში.
დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

