ივანე (ვანო) გამხიტაშვილი (დ. 13 ივლისი, 1973, სამთავისი, კასპი — გ. 12 დეკემბერი, 1999, აღაიანი, კასპი) –
სამბისტი (90 კგ). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992), ევროპის ჩემპიონი (1999), ოთხგზის მეორე (1993–1996) და ორგზის მესამე პრიზიორი (1997, 1998). მსოფლიოს თასის მფლობელი (1999). მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მეორე (1991, 1995–1998) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1994). მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1989). საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1994). საქართველოს სამბოს ფედერაციამ XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარა. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.
