კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ივანე (ვანო) პატარიძე (1897 – 1956) – მოქანდაკე. დაიბადა ქუთაისში, სწავლობდა ქუთაისის რეალურ გიმნაზიაში, შემდეგ გადმოდის თბილისში. 1922 წელს ირიცხება ახალგახსნილ სამხატვრო აკადემიაში, რომელიც 1928 წელს დაამთავრა, ასევე, 1931 წელს დაასრულა საამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. ძალიან პერსპექტიული მოქანდაკე რეპრესიებს ვერ გადაურჩა – 1937 წელს ათი წლით გადაასახლეს, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ გადასახლებიდან დაავადმყოფებული ჩამოვიდა. შემდგომ წლებში იმუშავა მთავრობის სახლის ფასადის მშენებლობაზე – მისი შექმნილი იყო მთავარი ფასადის ფრონტონის მოდელი. ვანო პატარიძის უკანასკნელი ნამუშევარია ვაკის პარკში დადგმული ორი ვეება ქვის ძუ ვეფხვი. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მანანა სანადირაძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments