კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვანო ურჯუმელაშვილი (დ. 16 ივნისი, 1920, გორი — გ. 8 ივლისი, 1984, თბილისი) –
მწერალი.
გორში დაამთავრა საშუალო სკოლა და აქვე განაგრძო სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში, მაგრამ დაიწყო ომი და ჭაბუკი პირველი დღეებიდანვე დადგა ცეცხლის წინა ხაზზე. მისთვის ომი 1945 წელს არ დამთავრებულა. შორეულ აღმოსავლეთში გადაყვანილ საჯარისო ნაწილებში აღმოჩნდა და ჯერ იაპონელებს ებრძოდა და საბოლოოდ კი, კორეაში მოხვდა. ომის თემატიკა იგრძნობა ვ. ურჯუმელაშვილის შემოქმედებაში, 1952 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა „დღეები კორეაში“. ცხინვალის სახელმწიფო და თბილისის მუსკომედიის თეატრებში წლების მანძილზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები „ვახშამზე“ და „მძახალი“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments