კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი (1874-1948)
მუსიკოსი.
ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით; მისი შესაძლებლობით მოხიბლულმა აკაკი წერეთელმა 1895 წელს ლექსის “სულიკო” გამოქვეყნების შემდეგ ვარინკას მუსიკის შეთხზვა სთხოვა; სიმღერამ “სულიკო” ლეგენდარული პოპულარობა მოიპოვა; ბარბარე მაჭავარიანი-წერეთელმა 1909 წელს ზესტაფონში დააარსა “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, იყო მისი თავმჯდომარე; საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში გახსნა სკოლა; მას “სულიკოს” საავტორო უფლებისთვის ბრძოლა მოუხდა.
დაკრძალულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა გიორგი შალამბერიძემ.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments