კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვარლამ ჟურული (დ. 15 სექტემბერი, 1908, სოფ. ჩიბათი,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 30 იანვარი, 1965, თბილისი) –
პოეტი, პუბლიცისტი.
საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1935 წელს. ამავე პერიოდში წარსდგა საზოგადოების წინაშე პოეტური კრებულით „ვარდის ფურცლობა“. ვ. ჟურულის პირველი ნაწარმოებები ჯერ კიდევ 1924 წელს გამოქვეყნდა ქარტულ ჟურნალ-გაზეთებში და აქედან მოყოლებული იგი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ამ კეთილშობილურ საქმეს. თავდაპირველად იყო „ფუტურისტ-ლეფელთა“ ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთწოდებულ „ახალთაობელებს“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments