კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვასილ ამაშუკელი (დ. 14 მარტი, 1886, ქუთაისი — 1 დეკემბერი, 1977, თბილისი) – რეჟისორი და კინოოპერატორი. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი. 1908 წელს ბაქოში გადაიღო დოკუმენტური ფილმები, ხოლო 1912 წელს გადაიღო აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. 1908 წელს ამაშუკელმა ბაქოში შექმნა ფილმები, რომლებიც შემორჩენილი არ არის, ცნობილია მხოლოდ მათი სახელები და ქრონომეტრაჟი. 1910 წელს ამაშუკელი დაბრუნდა ქუთაისში, სადაც იმხანად გაიხსნა ახალი კინოთეატრი „რადიუმი“, რომლის ტექნიკური გამართვა ამაშუკელმა ჩაიბარა. ეს იყო ახლებული სტილის, 450-კაციანი კინოდარბაზი, რომელსაც ორი სასულე და სიმებიანი ორკესტრი ჰყავდა. ამაშუკელი „რადიუმის“ კინომექანიკოსი გახდა და თან განაგრძობდა კინოების გადაღებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” (1912), რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია. ვასილ ამაშუკელის მოგონებები, მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებთან ერთად, დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments