ვასილ ბაბუხადია (დ. 1 სექტემბერი, 1913, ტყიბული-1997) –
ქირურგ-უროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1978), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1995).
1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მეორე მსოფლიო ომის წლებში დივიზიის წამყვანი ქირურგი იყო. 1946-1971 მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიულ კათედრაზე, 1971-1973 იმავე კათედრის პროფესორი იყო, ხოლო 1973-იდან უროლოგიის კათედრის გამგეა.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

