ვასო გოძიაშვილი (დ. 27 ნოემბერი [ძვ. სტ. 14 ნოემბერი], 1905. თბილისი — გ. 27 იანვარი, 1976) – თეატრისა და კინოს მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. 1922-1924 წლებში სწავლობდა დრამუტურგიულ სტუდიაში . 1924 წლიდან იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1930 წლიდან თბილისის აკადემიური თეატრის მსახიობი. გამოდიოდა ესტრადაზე იყო პირველი საკავშირო ესტრადის კონკურსის ლაურეატი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

