კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვასო პატარაია (დ. 19 მარტი, 1895, სოფ.ბანძა, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 13 იანვარი, 1969, თბილისი) –
მწერალი და დრამატურგი.
1918 წელს ჩაირიცხა ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. პირველი იუმორისტული ლექსი, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაბეჭდა გაზეთ „ტრიბუნაში“. აქედან მოყოლებული ვ. პატარაიას სატირული ნაწარმოებები, სკეჩები, ვოლდევილები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ჩამოაყალიბა ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი და წლების მანძილზე ედგა მას სათავეში. 1939 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ ესტრადას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments