კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ ბერიძე (დ. 30 მაისი, 1914, ქუთაისი ― გ. 2000, თბილისი)
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის დირექტორი (1973-1988), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის საარქიტექტურო განყოფილება, 1936 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. ბერიძის ნაშრომებში განხილულია ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები ადრინდელი ფეოდალური ხანიდან. მის გამოკვლევაში “სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI საუკუნეები” (1955) ასახულია ქართული არქიტექტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ხოლო ნაშრომები “საბჭოთა საქართველოს არქიტექტურა” (კრებულში Архитектура республик Закавказья, М., 1951) და “ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია” (1955) პირველი ნაბიჯია ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესწავლის დარგში. ბერიძის კრიტიკული ხასიათის წერილებში, სტატიებსა და ნარკვევებში განხილულია თანამედროვე მშენებლობის, ქალაქთა ძველი რაიონების დაცვის, ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ეროვნული არქიტექტურის საკითხები.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments