ვახტანგ ჩხაიძე (1926 – 1987) –
შორეული ნაოსნობის კაპიტანი. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილე საზღვაო ნაოსნობის დარგში.
დაიბადა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში. 1943 წელს იგი სასწავლებლად შევიდა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის გემთწამყვანობის ფაკულტეტზე, რომლის დასრულებისთანავე, 1947-48 წლებში საშტურმანო სტაჟირება შავი ზღვის ფლოტის ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გაიარა. 1948 წელს ახალგაზრდა შტურმანი განაწილებით კასპიის საზღვაო სანაოსნოში მოხვდა და მომდევნო წლებში თბომავალ «Дагестан»-ის კაპიტნის მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწის მოვალეობებს ასრულებდა. 1951 წელს სამშობლოში ბრუნდება და საქმიანობას ამჯერად ფოთის საზღვაო ნავსადგურში განაგრძობს, 1955 წლამდე ლოცმანად, 1956 წლიდან კი ფოთის პორტის ავარიულ-სამაშველო გემ „Орша“-ს კაპიტნად. 1956 წლიდან შორეულ ნაოსნობაშია… კაპიტნის მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ დაცურავს იგი შავი ზღვის სანაოსნოს ტანკერებზე – „Фрунзе»(1956-58), «Клайпеда»(1958-59) და «Пекин»-ი(1959-1963)…ხოლო 1963 წელს, ვახტანგ ჩხაიძე ტანკერ – „Дзержинск»-ის კაპიტანი ხდება…
1966-წელს შორეული ნაოსნობის კაპიტანი ჩხაიძე ნოვოროსიისკის სანაოსნოს ახალი ტანკერის „Генерал Бочаров»-ის ეკიპაჟის მეთაურობას იბარებს…
1981 წელს, საბოლოოდ დაუბრუნდა ნაპირს და 1986 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უფროსის მოადგილის, პორტის კაპიტნის მოვალეობას ასრულებდა.
კაპიტანი ვახტანგ დავითის ძე ჩხაიძე 1987 წელს გარდაიცვალა… იგი დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

