ვახტანგ ფალიაშვილი (დ. 2 ივლისი, 1919, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 1980) –
დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი.
1939 წელს შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში. აქ იგი ოსტატობას იმაღლებდა გამოჩენილი დირიჟორის ალექსანდრე გაუკის ხელმძღვანელობით. დაბრუნდა თბილისში და 1943 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელიობის კონსერვატორია. ამის შემდეგ ახალგაზრდა ხელოვანი მიიწვიეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც ერთხანს მთავარი დირიჟორიც იყო.
გარდაიცვალა კონსტერვატორიაში, საქართველოს საგუნდო მუსიკის საიუბილეო ზეიმზე. როცა დირიჟორმა დაასრულა „აბიო მეფის“ ბოლო აკორდები, თავისი თაყვანისმცემლებისა და კოლეგების თვალწინ შეწყდა მისი სიცოცხლე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

