კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ გოგუაძე (დ. 14 თებერვალი, 1940, ლესა, ლანჩხუთის რაიონი — გ. 10 ივნისი, 2007, თბილისი) –
პოლიტიკოსი, პარლამენტის სპიკერი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1967–1985 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე. 1985–1992 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი იდეურ-აღმზრდელობით დარგში. იკვლევდა ადამიანის ფილოსოფიურ, სახელდობრ, ესთეტიურ პრობლემატიკას; სხვადასხვა დროს იყო ეროვნული კონგრესის წევრი (1990). 1992 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მდივანი, 2001–2007 წლებში იყო საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის თავმჯდომარე.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა დათო წულაიამ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments