კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ მახალდიანი (1911-1982)
საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
დაამთავრა საქართველოს ენერგეტიკული ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი 1932 წელს.
შრომითი საქმიანობა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. 1927 წელს სატრაქტორო კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამავე კურსების ინსტრუქტორად და მასწავლებლად; 1937 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1938 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგედ; იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; ომის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მუშაობას; 1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; ამავე წელს მიანიჭეს პროფესორის წოდება.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments