კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ ნინუა (დ. 19 სექტემბერი, 1916 — გ. 30 დეკემბერი, 1982) –
კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
დაიბადა ბაქოში 1916 წლის 19 სექტემბერს. სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლა. მეორე მსოფლიო ომის დროს 31–ე ქარხანაში ცვლის უფროსად მუშაობდა. 1946 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში, ხოლო 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც.
გარდაიცვალა 1982 წლის 30 დეკემბერს, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments