ვახტანგ შამილაძე (1935-2010) – ეთნოლოგი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1958 წელს. 1959-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1961-1964წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1965-1966წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1969წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1976წწ. ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1976-1977წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1977-1979წწ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1979-1980წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1979-1980წწ. სწავლული მდივანი; 1980-1983 წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1984-2006წწ. თბილისის სახელმწირო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგე; 1994-1997წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი(შეთავსებით); 2006 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი; 1984-2006წწ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2007წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 2008 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აჭარის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

