კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ ვაჩნაძე (1929-2018) –
გამომგონებელი, კ. ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი.
მუშაობა დაიწყო ქ. კალინინიგრადის(მოსკოვის ოლქი, ამჟამად ქ. კოროლიოვი) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკონსტრუქტორო ბიუროში. 1964-1966 წლებში იყო ამავე საკონსტრუქტორო ბიუროს რეაქტიული ძრავების წარმოების საამქროს უფროსი, 1966-1974 წლებში ექსპერიმენტული მანქანათმშენებლობის ქარხნის მთავარი ინჟინერი. 1974 წელს დანიშნეს სსრკ საერთო მანქანათმშენებლობის სამინისტროს მესამე მთავარი სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად. 1977-1991 წლებში იყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება “ენერგიის” გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აიგო კოსმოსური ხომალდები “სოიუზი” და “პროგრესი”, ორბიტული სადგური “სალუტი”, ორბიტული კომპლექსი “მირი”. მას დიდი წვლილი მიუძღვის კოსმოსთან დაკავშირებულ როგორც სამხედრო, ასევე სამეცნიერო კვლევების განვითარებაში. მომდევნო პერიოდში ქ. კოროლიოვში არსებული კოსმონავტიკის კომერციულ-ტექნიკური ცენტრის “კოსმოსის” გენერალური დირექტორი იყო და პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში. არის ამავე ცენტრის საპატიო კონსულტანტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ინჟინერ-მექანიკოსი.
დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა Евгений Румянцев.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments