ვახტანგ ჭაბუკიანი (1910, თბილისი ― გ. 6 აპრილი, 1992)
მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1950), ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.
1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად. 1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვმებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში “ოტელოს” პრემიერა გაიმართა. 1967 წელს ჭაბუკიანის ახალი ბალეტი ფ. ღლონტის “განთიადი” შეიქმნა. 1980 წელს ბეთჰოვენის მუსიკაზე ჭაბუკიანმა შექმნა ერთაქტიანი ბალეტი “აპასიონატა”. 1951 – 1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. 1982 წლიდან არის სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი. აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.
დაკრძალულია მთაწმინდისა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

