კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ ჭელიძე ( 1945, თბილისი — გ. 22 მარტი, 1995, თბილისი) – ფეხბურთელი, მცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1971, 1972, 1976 გ., შ.), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1970) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1964). მთელი თავისი კარიერის განმავლობაში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი. 1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ. ვახტანგ ჭელიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 257 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 8 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან ერთი შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 7 — უეფა-ს თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments