კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ველოდი (ვლადიმერ) მირცხულავა (დ. 28 დეკემბერი, 1934, სოფ. პირველი ხორგა, ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 14 სექტემბერი, 2023) – პოლიტიკოსი, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. წითელ დიპლომზე დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1964 წლიდან იყო ხობის რაიონის სოფელ პირველი ხორგის კოლმეურნეობის წევრი, 1966-1971 წლებში იყო სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. 1971 წლიდან სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციათა მუშაკი, მოძრავ-მექანიზებული კოლონა „აფხაზნაპირგამაგრების“ განყოფილების უფროსი. დაკრძალულია თბილისში, ვარკეთილის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ელისო მირცხულავამ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments