ვენერა მეტრეველი-გვარამაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1943 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) – 9 აპრილის ტრაგედიის გმირი. მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ექთნად. 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამლული ხალხის დასახმარებლად და თავადაც გაზით მოიწამლა. დაკრძალულია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ხაშურის რაიონის სოფელ ალის სკოლის დირექტორმა ბატონმა კახა ღონღაძემ.

