ვენორი ქვაჩახია (1925-1982) –
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსი ფილოსოფიის სპეციალობით – 1952 წელს. 1961 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მისი ინიციატივით დაარსებული გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის გამგე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იკვლევდა ლოგიკის, ესთეტიკის, ზოგადი და გამოყენებითი სოციოლოგიის პრობლემებს. ავტორია 70-ზე მეტი მეცნიერული და პუბლიცისტურ-კრიტიკული ნაშრომისა, მონაწილეობდა სოციოლოგთა მსოფლიო კონგრესებში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

