კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ზაზა ვეშაპური (1969-1992) – აფხაზეთის ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა თბილისში. 1976 წლიდან ვარჯიშობდა ნაძალადევის რაიონის მოჭიდავეთა კლუბში. დაჯილდოებული იყო სიგელებით, დიპლომებით, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაში. 1987 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1988 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება, ხოლო 1989 წელს ჩააბარა მილიციის უმაღლეს სკოლაში. იმავე წლის 23 ნოემბრიდან იბრძოდა ცხინვალის რეგიონში. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, 1992 წლის 29 აგვისტოს გაგრასა და კოლხიდაში, საბრძოლო პოზიციის დაცვისას. დაკრძალულია თბილისში, ზღვის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნელი ვეშაპურმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments