კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორ დოლიძე (დ. 18 ივლისი, ოზურგეთი, 1890 — გ. 24 მაისი, 1933, თბილისი) – კომპოზიტორი, ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი. 1917 წელს დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი. პარალელურად მეცადინეობდა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასებში. აქვე მოისმინა მუსიკალური თეორიის დისციპლინების კურსი. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში შექმნა სამი ოპერა: “ქეთო და კოტე”  და “ცისანა”. ეკუთვნის აგრეთვე სიმფონიური ნაწარმოებები, რომანსები. დოლიძეს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ოპერა “ქეთო და კოტემ”, რამაც იმავე 1919 პირველად დადგმულ ოპერა “თქმულება შოთა რუსთაველზე” და  “აბესალომ და ეთერთან” ერთად ტრიუმფით დააგვირგვინა ქართული კლასიური ოპერის დაფუძნების პროცესი. სხვადასხვა დროს “ქეთო და კოტე” იდგმებოდა ყოფილი სსრკ-ის არაერთ საოპერო თეატრის სცენაზე. აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში. ოპერის წარმატება განაპირობა კომედიურმა სიუჟეტმა, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. მისი ოპერის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი “ქეთო და კოტე”. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ნინო დოლიძე (1906-1960) – მთარგმნელი, მწერალი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments