კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორ ერისთავი (დ. 22 ივნისი, 1939, თბილისი — გ. 1 დეკემბერი, 2005, სან-ფრანცისკო)
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1977). აშშ საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი (1995-2005), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1997-2005).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.
ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებლობის პრობლემურ ლაბორატორიაში. 1980 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის გარემოს დაცვის კათედრის გამგე, 1986 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ატომურ-აბსორბციული სპექტროსკოპიის გამოყენების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. 1978-1979 და 1995 წლებში მივლინებული იყო აშშ-ის უნივერსიტეტებში. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის გამგე. კვლევის ძირითადი მიმართულებაა დალექვითი და კომპლექსწარმოქმნითი ქრომატოგრაფიის თეორია და პრაქტიკული გამოყენება.
გარდაიცვალა სან-ფრანცისკოში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments