კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორ გაბესკირია (დ. 11 თებერვალი [ ძვ. სტ. 29 იანვარი], 1903, ფოთი — გ. 27 აგვისტო, 1964, თბილისი) — პოეტი და დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961). დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ყულევში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ფოთის გიმნაზიაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1927). მისი პირველი ლექსები 1922 გამოქვეყნდა გაზეთ “ბახტრიონში”, ლექსთა პირველი კრებული გამოიცა 1929 წელს. გაბესკირია რედაქტორობდა ფოთის გაზეთ “პონტოსს” (1922), შემდეგ ბათუმის ჟურნალ “ისპირს” (1924). მუშაობდა გაზეთების “წითელარმიელის”, “კომუნისტისა” და “მუშის” რედაქციებში. გაბესკირიას ლექსთა მომდევნო კრებულში (1939) შეპირისპირებულია ძველი და ახალი საქართველო, ხოლო 1949-ის კრებულის ძირითადი თემაა მეორე მსოფლიო ომი. “ერთტომეულში” (1955) ლირიკული ლექსების გარდა შევიდა პოემები “ქეთევან წამებული”, “შემთხვევა პიონერთა ბანაკში” და თარგმანები(ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ნ. ნეკრასოვი, ა. მიცკევიჩი, ლესია უკრაინკა და სხვა). ქართულ სცენაზე წლების განმავლობაში იდგმებოდა გაბესკირიას პიესები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments