ვიქტორ კრატასიუკი (1943-2009)
ოლიმპიური ჩემპიონი (1972, მიუნხენი), ნიჩბოსნობა
დაიბადა 1949 წლის 30 იანვარს ფოთში.
ნიჩბოსანი (ბაიდარა). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1971, 72 – ორადგილიანი ბაიდარა) და მესამე პრიზიორი (1971 – ოთხმოსასმელიანი ბაიდარა). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
გარდაიცვალა 2003 წლის 18 მარტს. დაკრძალულია ფოთში, “მაიაკის” სასაფლაოზე. საფლავი სავალალო მდგომარეობაშია.
