კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორ ლესელიძე (დ. 7 იანვარი 1907, ოზურგეთი — გ. 28 ივნისი 1944) –
საბჭოთა კავშირის გმირი (1944 წ.).
დაიბადა 1907 წ. 7 იანვარს ქალაქ ოზურგეთში, გურიაში, ქათაისის გუბერნიაში, რუსეთის იმპერიაში (პირადი საქმე), (სხვა მონაცემებიდან — 1907 წ. 8(21) იანვარს,
1916 — 1923 წლებში სწავლობდა ქალაქის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, ხოლო 1923 წლიდან გადავიდა ბათუმის შრომით №2 სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ იყო ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის საარტილერიო განყოფილების კურსანტი, ისევე, როგორც ამიერკავკასიის პეხოსანთა სკოლის საარტილერიო განყოფილების კურსანტი. 1929-1931 წლებში მე–2 ქართული საარტილერიო პოლკის ოცეულის მეთაურად მსახურობდა, მოგვიანებით, 1931-1938 წლებში – ამიერკავკასიის პეხოსანთა სკოლის საარტილერიო განყოფილების კურსანთა ოცეულის მეთაურად და სამხედრო ოლქის 63–ე ქართული საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაურად. 1938 წელს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) წევრი გახდა. მიღებული იქნა 63–ე ქართული საარტილერიო პოლკის პარტიულ ორგანიზაციაში. ქ. თბილისი. 1938-1939 წლებში მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების 14–ე საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაური იყო, 1940 წლამდე – 290–ე მსუბუქი საარტილერიო პოლკის დივიზიონის მეთაური (მურმანსკი). 1939-1940 წლებში ფინეთის ომში მონაწილეობდა.
დაიღუპა საბჭოთა კარელიის განთავისუფლების დროს 28.06.1944. იგი დასაფლავებულია ოლონეცკის რაიონის სოფელ ილინსკოეში ძმათა სასაფლაოს გვერდით, 20 კილომეტრის დაშორებით ქ. ოლონეცკიდან.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments