ვიქტორ სანეევი (დ. 3 ოქტომბერი, 1945, სოხუმი, საქართველო — გ. 3 იანვარი, 2022, სიდნეი, ავსტრალია) – მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1969 წელს და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1973 წელს. მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა 6 წლის შემდეგ ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო. პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა; ოთხი ოლიმპიადის მონაწილე; სპორტული სამყაროს უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი; ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელი საქართველოს სპორტსმენთა შორის;. დაკრძალულია ავსტრალიაში. საფლავის ფოტო აღებულია ბატონი პაატა ნაცვლიშვილის გვერდიდან.

