კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორია სირაძე (დ. 27 მაისი, 1929, თბილისი — გ. 22 თებერვალი, 2024)

ქიმიკოსი, ინჟინერი, პოლიტიკური ლიდერი, თანამდებობის პირი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV–V და VII–XI მოწვევების დეპუტატი. სსრკ უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი.

1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი და შემდეგ სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა. 1949–1952 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოადგილე, მდივანი. 1952–1955 წლებში კომკავშირის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე და პირველი მდივანი. 1955–1962 წლებში პარტიის ქ. თბილისის კიროვის რაიონული კომიტეტის, შემდეგ ორჯონიკიძის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1962–1973 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1973–1986 წლებში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე. 1986–1989 წლებში საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე, 1989–1994 წლებში მრჩეველი საქართველოს მინისტრთა საბჭოში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მეცნიერ-თანამშრომელი.

გარდაიცვალა 2024 წლის 22 თებერვალს, 94 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია სერგო რიგვავა (1927-2013) – აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი, მეორე მდივანი; 1956-1990წწ.  საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი, საქართველოს კპ თბილისის მთაწმინდის რაიკომის მეორე, პირველი მდივანი, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი; 1990 წელს საქართველოს კპ ცენტრალური კონტროლ-კომისიის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, პარტიული სიით – ერთადერთი დეპუტატი, ვინც ხელი არ მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციას.

 

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments