ვიტალი დარასელია (დ. 9 ოქტომბერი, 1957, ოჩამჩირე, საქართველო — გ. 13 დეკემბერი, 1982, ზესტაფონი) – ფეხბურთელი, თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი დინამოში გაატარა. უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა. დაიღუპა ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში. დაკრძალულია ოჩამჩირეში.


