კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვლადიმერ აფციაური (დ. 4 თებერვალი, 1962, მანგლისი — გ. 14 მაისი 2012, თბილისი)
მოფარიკავე, ოლიმპიური ჩემპიონი.
მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1982 წ.), მეორე (1988 წ.) და სამგზის მესამე პრიზიორი (1982, 1986, 1990 წწ.), ევროპის თასის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში (1985 წ.), საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1984 წ.), უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1986 წ.), სსრკ ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1984 წ.). ქუვეითის ნაკრების (რაპირა) მთავარი მწვრთნელი (1998–2010 წწ.).
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
გარდაიცვალა 2012 წელს გულის შეტევით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო აღებულია ქალბატონი ნათია აფციაურის გვერდიდან.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments