კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვლადიმერ ჟღენტი (დ. 20 ნოემბერი, 1891, ფიჩხისჯვარი, ოზურგეთის მაზრა — გ. 25 ივლისი, 1972, თბილისი)
ქართველი პათოლოგ-ანატომი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950).
დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს.
1922–1972 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პათანატომიის კათედრის გამგე. დააარსა პათოლოგ-ანატომიის კათედრები ზოოვეტსა (1932–1946) და თბილისის ექიმთა დახელოვნების (1935–1947) ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო მედიცინის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1925), რომელსაც თავადვე განაგებდა. 1932–1959 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1945 წლიდან – პრორექტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments