ვლადიმერ ლეშკაშელი (1929-1991) – გენერალ-მაიორი. გერმანიაში საბჭოთა ჯარების დაჯგუფების მოტომსროლელი დივიზიის მეთაური (1972-1974), ზამბიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი (1980-1982), ჩრდ. კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე (1982-1991), დაჯილდოებულია 3 ორდენით და 18 მედლით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.
