ვლადიმერ პატეიშვილი (1933-2006) – საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 1977-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკური ბანკის თავმჯდომარე; 1992-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარე; 1994 წლიდან ს/ს “საქართველოს ბანკის” პრეზიდენტი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკის ინსტიტუტის ზოგადი ეკონომიკის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1963წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განყოფილების ინჟინერი, საამქროს ინჟინერ-ნორმადარი, შრომის ორგანიზაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1963-1970წწ. სახალხო კონტროლის კომიტეტის განყოფილების ინსპექტორი; 1970-1971წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე, მთავარი ეკონომისტი; 1971-1973წწ.რუსთავის ქალაქკომის მდივანი; 1973 წელს საქართველოს კომპარტიის ცკ-ს ინსპექტორი; 1973-1977წწ. სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის II მდივანი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონთან, ჭიშკართან მისვლამდე, მარჯვენა მხარეს.

