კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვოვა სიხარულიძე (1940-1989)
ისტორიკოსი, მწერალი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1967 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი მოთხრობა “მეათე მოწმე”, რომელიც მალევე ითარგმნა ათამდე უცხო ენაზე. მას მოჰყვა მოთხრობები “მაცგი”, “უხამსი”. ნაწარმოებების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო მოწვევა მოსკოვში ორწლიან სასცენარო კურსებზე. ვ. სიხარულიძე ავტორია პიესებისა: “გარეუბნის მარტო სახლი”, “ოიდიპოსი”, “ცხელი აგვისტო”, “ღამის შემთხვევა”. მწერლის პიესების მიხედვით გადაღებულია ფილმები “მაცგი” და “ბავშვობა”.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments