ვლადიმერ ხუბულური (1908-1982) – გენერალ-მაიორი. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს; მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1939 წელს. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940), დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს თავი ისახელა ლენინგრადის მისადგომებთან ბრძოლებში. 1943 წელს მეთაურობდა ქართველ მსროლელ დივიზიის ამიერკავკასიის ფრონტზე. 1946-1968 წლებში სამეთაურო თანამდებობები ეკავა. 1968 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

