კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვლადიმერ ყუფარაძე (1921-1981) –
მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი.
დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია (ხელმძღვანელი ი. სუხიშვილი). 1939-1940წწ. მუშაობდა მოსკოვის ა. ალექსანდროვის სახ. საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ასრულებდა ქართულ ცეკვებს);1940-1941წწ. – საკავშირო შინაგან საქმეთა სახ. კომისარიატის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელმძღვანელი ზ. დუნაევსკი); 1942 -1949წწ. მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ცეკვავდა ქართულ ცეკვებს ქართულ ოპერებში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments