კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვუკოლ ბერიძე (დ. 15 თებერვალი, 1883, ხონი — გ. 11 მაისი, 1963, თბილისი)
ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1948), პროფესორი (1932).
დაამთავრა პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1912 წელს.
1922–1932წწ. ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს. 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ტერმინოლოგიური ლექსიკონები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments