კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ მუსხელიშვილი (დ. 1 იანვარი, 1869, სოფ. ბრეძა, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 15 აპრილი, 1933, თბილისი)
ექიმი, ოფთალმოლოგი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზია და 1892 წელს შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1898 წელს უნივერსიტეტის კურსის დასრულების შემდეგ, დაიწყო მუშაობა იქვე თავლის სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ლეონარდ გირშმანი.
1901 წელს ვ. მუსხელიშვილი ჩამოდის საქართველოში და მუშაობას იწყებს ჯერ გიორგი ტარსაიძის მიერ დაარსებულ თვალის სნეულებათა კლინიკაში, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყოფილების ხელმძღვანელია.
1921 წელს იგი როგორც ამ დარგის ცნობილი სპეციალისტი მიიწვიეს ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1930 წელს კი აირჩიეს კათედრის გამგედ და მიანიჭეს პროფესორის წოდება.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments